კრიშტიანუ რონალდუ: "მანჩესტერი იქნება იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას"

კრიშტიანუ რონალდუმ MUTV-სთან კარიერის განმავლობაში მის მიერ დამყარებულ რეკორდებზე ისაუბრა და განაცხადა:


"რეკორდები ჩემთან თავისით მოდიან. მათი დამხობა ჩემი მიზანი არ არის,  ისინი მოდიან ჩემთან. ეს ჩემთვის მოტივაციაა, რომ გავაგრძელო შრომისმოყვარეობა. ამ ყველაფერში კი მე მანჩესტერი და თანაგუნდელები მეხმარებიან. ამიტომ უნდა დავაფასო ყველა ადამიანი, ვინც მე მეხმარება. ყოველთვის სასიამოვნოა ამ კლუბისთვის გოლების გატანა. როცა ჰეთ-თრიკია, ეს კიდევ უფრო სასიამოვნოა.

 მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების მოგებაა და თასების მოგების მცდელობა. მჯერა, რომ მანჩესტერი მომდევნო სეზონში იქნება იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას" - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis