"ეს მისი არჩევანია" - ფერნანდო სანტოში კრიშტიანუს გადაწყვეტილებაზე საუბრობს

5-06-2022, 19:53 badri
0 manchester
"ეს მისი არჩევანია" - ფერნანდო სანტოში კრიშტიანუს გადაწყვეტილებაზე საუბრობს

პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა რონალდუს გადაწყვეტილებაზე ინგლისურ გრანდში დარჩენასთან დაკავშირებით, რაზეც 67 წლის სპეციალისტმა განაცხადა:


"ეს ბევრჯერ მითქვამს, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მანჩესტერში დარჩენა კი მისი გადაწყვეტილებაა. ეს მისი არჩევანია. რაც მე ვიცი, არის ის, რომ ცოტანი არიან ისეთი ფეხბურთელები, ვისაც ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობა აქვთ" - განაცხადა ფერნანდო სანტოშმა.


37 წლის ფეხბურთელი ღიად საუბრობს იმაზე, თუ რამდენად დიდი სურვილი აქვს, რომ დააბრუნოს "იუნაიტედი" იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას. პორტუგალიელი "წითელი ეშმაკების" საუკეთესო ბომბარდირი გახდა ამ სეზონში. მან ყველა ტურნირზე 24 გოლის გატანა მოახერხა და გახდა "წითლების" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები