პარკ ჯი-სუნგი: " მე მჯერა, რომ სონი იუნაიტედში აუცილებლად ითამაშებს"

13-06-2022, 00:11 badri
0 manchester
პარკ ჯი-სუნგი: " მე მჯერა, რომ სონი იუნაიტედში აუცილებლად ითამაშებს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ პარკ ჯი-სუნგმა თავის თანამემამულეზე ჰეუნგ მი სონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 29 წლის ფეხბურთელმა ოლდ ტრაფორდზე აუცილებლად უნდა ითამაშოს თავის საფეხბურთო კარიერის განმავლობაში:


"ჰეუნგ მი სონი რეშფორდზე უკეთესი ფეხბურთელია. მე მჯერა, რომ ის თავის საფეხბურთო კარიერის განმავლობაში აუცილებლად ითამაშებს მანჩესტერში. ტოტენჰემი არ არის კარგი გარემო მისთვის. მან ბერბატოვისგან უნდა ისწავლოს და მანჩესტერ იუნაიტედში უნდა გადავიდეს" - განაცხადა პარკ ჯი-სუნგმა.


"მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი სონის მიმართ განსაკუთრებით აქტიური წინა წლებში იყო. თუმცა, "ტოტენჰემს" თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ სურს და მის სანაცვლოდ მსუყე თანხას ითხოვს. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ კორეელს ლონდონელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, რაც ტრანსფერს უფრო არარეალურს ხდის.



Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები