"ამიტომ არ გადავედი მანჩესტერ იუნაიტედში" - რაიან გრავენბერხი

De Telegraaf-თან მიცემულ ინტერვიუში რაიან გრანვენბერხმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედში" :


"მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან კარგი და დიდი კლუბია. მაგრამ მე ასევე ამას  ვფიქრობ ბაიერნზეც და მათ სიტყვა მივეცი. როდესაც ბაიერნმა კონტრაქტი შემომთავაზა, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია. ეს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და ამ კლუბში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. 

მე მივდივარ გერმანიაში ბევრი ტიტულის მოსაგებად. ამ კლუბთან ერთად ყველაფერის მოგება არის შესაძლებელი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის. ამ გუნდს აქვს ერთიანობა, რაც მომწონს." - განაცხადა რაიან გრავენბერხმა.


ამ თვის დასაწყისში "რეკორდმაისტერმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონში 20 წლის ფეხბურთელი ალიანს არენაზე ითამაშებდა. 


"იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს სურდა ნიდერლანდელის ოლდ ტრაფორდზე ხილვა, თუმცა გერმანული გრანდი თვეების განმავლობაში ლიდერობდა გრავენბერხისთვის  ბრძოლაში.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis