"ბარსელონამ" დე იონგს ულტიმატუმი წაუყენა - ნიდერლანდელს ორი ვარიანტი აქვს

3-07-2022, 20:34 badri
0 manchester
"ბარსელონამ" დე იონგს ულტიმატუმი წაუყენა - ნიდერლანდელს ორი ვარიანტი აქვს

"ბარსელონას" ფეხბურთელის, ფრენკი დე იონგის ტრანსფერი დღემდე აქტუალური თემაა სოციალურ ქსელში. ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ნიდერლანდელი ინგლისურ გრანდში გადასვლასთან ახლოს არის.


ამასთან, როგორც  Marca იტყობინება, "ბლაუგრანამ" 25 წლის ნახევარმცველს ულტიმატუმი წაუყენა და განუცხადა, რომ თუ "კამპ ნოუზე" თამაში სურს, ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი იძულებული გახდება ფეხბურთელი გაუშვას.


ახლა ჯერი ფრენკიზეა, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს და გადაწყვიტოს თუ სად სურს საფეხბურთო კარიერის გაგრძელება.


შეგახსნებთ იმასაც, რომ "წითლებმა" ესპანურ გრანდთან შეთანხმებას მიაღწიეს, მხოლოდ დარჩენილია პირადი კონტრაქტის დეტალები, თუმცა დე იონგის გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები