"ხედავთ, რომ მათ სიამოვნებთ ფეხბურთის თამაში" - ტენ ჰაგმა სავარჯიშო სესიები შეაფასა

9-07-2022, 14:00 badri
0 manchester
"ხედავთ, რომ მათ სიამოვნებთ ფეხბურთის თამაში" - ტენ ჰაგმა სავარჯიშო სესიები შეაფასა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა MUTV-სთან ინტერვიუში წინასასეზონო სავარჯიშო სესიები შეაფასა და განაცხადა:


"რა თქმა უნდა, მინდა ჩემს გუნდში ენერგია შემოვიტანო. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს ფეხბურთელები ძალიან კარგად თამაშობენ. ისინი ნამდვილად არიან კონცენტრირებულნი. მათ სიამოვნებთ ფეხბურთის თამაში და ერთადაც ნამდვილად კარგად მუშაობენ. 


ჩვენ გვინდა ვითამაშოთ პროაქტიული სტილის ფეხბურთი, ბურთით და ბურთის გარეშე. ამის გაკეთება ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს. " - განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა.


"წითლები" გუშინ გაემგზავრნენ ტაილანდში წინასასეზონო ტურზე. ინგლისური გრანდი ექვს შეხვედრას გამართავს. პირველი დაპირისპირება კი 12 ივლისს "ლივერპულის" წინააღმდეგ არის ჩანიშნული.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები