რუნი მანჩესტერს ეწვია და თავისი შტაბეჭდილებები გაგვიზიარა

🗣 უეინ რუნი:

იუნაიტედმა კრიშტიანუ რონალდუ უნდა გაუშვას, ასე არ არის რომ რონალდუს არ შეუძლია ტენ ჰაგის გუნდში თამაში. მას შეუძლია ნებისმიერ გუნდში თამაში, რონი ყოველთვის გაიტანს გოლებს, მაგრამ "იუნაიტედი" ახლა არ არის მზად ტიტულისთვის საბრძოლველად.

კლუბის მიზანი უნდა იყოს ისეთი გუნდის შექმნა რომელსაც შეუძლია ტიტულის მოპოვება უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში. იუნაიტედმა უნდა შეიძინოს თავდამსხმელი, რომელიც კლუბში იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა დაეხმაროს მათ გუნდის შექმნაში.

ამ სეზონის დასაწყისში კერინგტონში ვიყავი და ვესაუბრე რამდენიმე მოთამაშეს და სტივ მაკლარენს. მე ვიცი, რომ ერთ-ერთი რამ რის შეცვლასაც ერიკ ტენ ჰეგი ცდილობდა იყო გარემო და ეს ძალიან კარგია ყველასთვის. მან დააფიქსირა სტრუქტურის ნაკლებობა კლუბში.

"იუნაიტედს" კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, მათ უბრალოდ ყველაფერი არ გასცეს გულით კლუბისთვის და ახლა ახალი მენეჯერის მოსვლით თავი უნდა გამოიჩინონ. გასულ სეზონში მათი ყურება ზოგჯერ რთული იყო. ისინი გუნდს არ ჰგავდნენ.

ფეხბურთელები მოედანზე ბედნიერად არ გამოიყურებოდნენ. ძალიან ხშირად ვერ ვხვდებოდი რის გაკეთებას ცდილობდნენ. ახლა ხედავთ, რომ ტენ ჰაგი ნამდვილად ცდილობს თავისი თამაშის სტილის განხორციელებას.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis