მანჩესტერთან მატჩის წინ არსენალის მენეჯერმა არტეტამ მანჩესტერზე ისაუბრა

🗣 მიკელ არტეტა:


„როცა პატარა ვიყავი ტელევიზორში ვუყურებდი არსენალისა და იუნაიტედის თამაშებს. თვალყურს ვადევნებდი მათ დაპირისპირებას და დავინახე რომ ამ გუნდებს შორის მატჩები მართლაც განსაკუთრებულია. როგორც მოთამაშე ასეთი მატჩებში გამარჯვების შემდეგ წარმოუდგენელ გრძნობებს განიცდი. მათ აქვთ ჯადოსნური სტადიონი - ჩვენ უნდა მივიდეთ იქ, ვიყოთ ერთი გუნდი და დავტკბეთ თამაშით.

 

დარჩა თუ არა იგივე ემოციების დუღილი როგორც ადრე? Მე არ ვიცი, ვფიქრობ იყო მომენტები რომლებზეც დღემდე საუბრობენ და ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებამაც განსაკუთრებული სტიმული მისცა. არა მგონია ინგლისში ამაზე მეტი განსაკუთრებული მეტოქეობა იყოს.

 

როდესაც უყურებთ "იუნაიტედის" შემადგენლობას, იმ ფეხბურთელებს რომლებიც იუნაიტედმა მოიყვანა და პლიუს მათ მიერ დახარჯულ თანხას, ამის მერე თქვენ ხვდებით რომ ისინი ბევრი მატჩის მოგებას აპირებენ. მანჩესტერ იუნაიტედის მთელი ისტორია გვეუბნება რომ ეს მოხდება. ის დიდი მეტოქეა, ჩვენ ეს ვიცით მაგრამ ჩვენ ვაპირებთ მასთან ბრძოლას.

 

რას ნიშნავს ჩვენთვის ოლდ ტრაფორდზე გამარჯვება?  ახალი არაფერი იქნება. ჩვენ ეს ადრეც გავაკეთეთ და ისევ უნდა გავაკეთოთ. უნდა გვჯეროდეს რომ შეგვიძლია იქ წასვლა და ისე ვითამაშოთ როგორც გვინდა".


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis