ერიკ ტენ ჰეგმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს: ლისანდრო მარტინესის საუკეთესო თვისებებისა და კრიშტიანუ რონალდუს ურთიერთობის შესახებ

ერიკ ტენ ჰეგმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს კლუბის ახალწვეულების, ლისანდრო მარტინესის საუკეთესო თვისებებისა და კრიშტიანუ რონალდუს ურთიერთობის შესახებ: 


რონალდუს შესახებ


- კრიშტიანოს მეგობარი ვიქნები თუ მასწავლებელი?  ხან მისი მეგობარი ვიქნები, ხან მასწავლებელი, ყველაფერი გარემოებაზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ მას წინასასეზონო ვარჯიში არ გაუვლია და არავის არააქვს უფლება გამოტოვოს. ეს არის მნიშვნელოვანო განსაკუთრებით ჩვენი სათამაშო სტილისთვის რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა წინასასეზონო ტურნეში . გასულ სეზონთან შედარებით სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობთ და ახლა განსაკუთრებული მოთხოვნები გვაქვს


მარტინესის შესახებ


დიახ, მე მინდოდა ის რომ აქ მყოლოდა. ის არის მცველი, რომელიც კარგად ართმევს ბურთს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ის მჭირდებოდა დაცვითი თვისებების გამო. მე ნამდვილად ვაფასებ მის სიმკაცრეს, პოზიციის სწორად არჩევის უნარს, თამაშის მომენტების კითხვას და გუნდში მუშაობის უნარს. მე კარგად ვიცი რა შეუძლია მას. მან თავი კარგად გამოიჩინა, მაგრამ კიდევ უფრო კარგად უნდა ეთამაშა.


ახალწვეულების შესახებ


- რატომ არიან ყველა ჰოლანდიასთან დაკავშირებული? პირველ რიგში, ყველა ფეხბურთელი ვისთანაც კონტრაქტი გავაფორმეთ, თამაშობს მათი ქვეყნების ნაკრებებში. მეორე მათ ყველამ შესანიშნავად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში და მესამე მათი ინდივიდუალური უნარები საშუალებას აძლევს მათ ითამაშონ მაღალი ინტენსივობის ფეხბურთი.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis