ფრენკი დე იონგი "იუნაიტედში"? - რა ხდება ნიდერლანდელის გარშემო

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედი" ფრენკი დე იონგის დამატებას შეეცდება. ამ ტრანსფერს უფრო რეალურს ხდის ის ფაქტიც, რომ მომდევნო სეზონიდან ინგლისურ გრანდს ერიკ ტენ ჰაგი ჩაიბარებს, რომელსაც ახალგაზრდა ნიდერლანდელთან მუშაობის გამოცდილება აქვს.


"ბარსელონას" სანდო ჟურნალისტის ჟერარ რომენოს თქმით, 52 წლის სპეციალისტი ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ დაარწმუნოს ნახევარმცველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისში გადმოსვლაზე. ტენ ჰაგი ყოველდღე ურეკავს 25 წლის ფეხბურთელს, რათა გადაადგმევინოს ეს ნაბიჯი.


"წითელი ეშმაკების" გარდა ფეხბურთელის დამატებით "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ" არიან დაინტერესებულნი, რომლებიც მზად არიან დე იონგს მისთვის სასურველი შეთავაზება გაუკეთონ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რომელი კლუბის მაისურით ვიხილავთ ფრენკის მომავალ სეზონში.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis