გუნდში ყოველწლიური ცერემონია არ გაიმართება - რა არის ამის მიზეზი?

"მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველწლიურად მართავს ცერემონიას და ავლენს სერ ბასბის გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელს. როგორც სანდო წყარო ESPN აცხადებს წელს დაჯილდოვების ცერემონია არ გაიმართება.


ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელებმა მიიღეს, რადგან მათ არ სურთ ასეთი სამარცხვინო სეზონის შემდეგ დაჯილდოვება ჩატარდეს. ცერემონია არ ჩატარებული უკვე ორი წელია კორონა ვირუსის გამო. 


შეგახსენებთ იმასაც, რომ ბრუნო ფერნანდეში უკვე ზედიზედ ორი სეზონია, რაც ამ ჯილდოს მფლობელი ხდება. ამ სეზონში კი ამ ტიტულისთვის კრიშტიანუ რონალდუ და დავიდ დეხეა იბრძოლებენ, გამარჯვებული კი გულშემატკივართა კენჭისყრით გადაწყდება. ესპანელმა მეკარემ ეს ჯილდო უკვე ოთხჯერ მოიგო, მათ შორის სამი ზედიზედ (2014-2016)წლებში. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მას ეს ჯილდო სამჯერ აქვს მოგებული (2004, 2007, 2008) წლებში.

 


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis