ონანამ კამერუნელ გულშემატკივრებს მიმართა

ანდრე ონანამ უპასუხა კამერუნის ნაკრების გულშემატკივრების მასიურ კრიტიკას, ისიჯნი მას ადანაშაულებენ რომ მანჩესტერ იუნაიტედი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეროვნული გუნდი, ამიტომაც ნაკრების მატჩზეც მან დააგვიანა.


"ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რადგან ტურნირში ვმონაწილეობთ და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ", - განაცხადა ონანამ Canal Plus-თან ინტერვიუში. „დაე განაგრძონ ჩემი კრიტიკა, მე ამას მიჩვეული ვარ“.


„ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ. კლუბსა და ეროვნულ გუნდს შორის არჩევანის გაკეთება მამასა და დედას შორის არჩევანის მსგავსია, მაგრამ ჩემი ქვეყანა ჩემთვის პირველ ადგილზე რჩება. ამიტომ ვარ აქ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რომ გავიმარჯვოთ!”


"მე ვიფრინე აქ ღამით კერძო თვითმფრინავით, თქვენი აზრით რომ არ მდომებოდა ჩამოსვლა აქ ვიქნებოდი?"


შეგახსენებთ რომ ტოტენჰემთან მატჩის გამო ონანამ დააგვიანა აფრიკის ერთა თასის თამაშზ სულ რაღაც ერთი დღით ადრე გაფრინდა და შედეგად ვერ შეძლო დროულად ჩამოსვლა უამინდობის გამო.


კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis