"მოუთმენლად ველოდები მათთან დაპირისპირებას" - ერიკ ტენ ჰაგი კლოპზე და გუარდიოლაზე საუბრობს

23-05-2022, 21:26 badri
0 manchester
"მოუთმენლად ველოდები მათთან დაპირისპირებას" - ერიკ ტენ ჰაგი კლოპზე და გუარდიოლაზე საუბრობს

თავის პირველ პრესკონფერენციაზე ერიკ ტენ ჰაგმა პრემიერ-ლიგაში "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" დომინირებაზე ისაუბრა და განაცხადა:


"ამ მომენტში ორივეთი აღფრთოვანებული ვარ. ისინი მართლაც ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ, როგორც ლივერპული, ისე მანჩესტერ სიტი. მაგრამ თქვენ ყოველთვის ხედავთ, რომ ეპოქა შეიძლება დასრულდეს და მე მოუთმენლად ველი მათთან დაპირისპირებას. დარწმუნებული ვარ პრემიერ-ლიგის ყველა კლუბს სურს ამის გაკეთება" - განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა. 



"მანჩესტერ სიტიმ" და "ლივერპულმა" 2021/22 წლების სეზონი "წითელ ეშმაკებზე" მაღლა დაასრულეს  და ისინი ინგლისურ გრანდს სატურნირო ცხრილში 34-35 ქულით უსწრებდნენ. ერიკ ტენ ჰაგს კი წინ რთული სამუშაო ელის, რათა დააბრუნოს ისეთი "იუნაიტედი", როგორიც წლებში იყო.

Нравится 0
კომენტარები (0)
ჯერ კომენტარები არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი! კომენტარებში აქტიურობისთვის იღებთ ტიტულებს და წოდებებს
  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis
მომდევნო ლაივ მატჩი
img
კომენტარები
16 February 2023 19:27 - Walker
საღოლ ადმინ
13 November 2022 20:30 - მიშო
ტელევიზორში რატო არ აჩვენებს?
Tags
პარტნიორები