"მე ჯერ კიდევ ანალიზის პროცესში ვარ" - ერიკ ტენ ჰაგი რანგნიკი კომენტარს გამოეხმაურა

თავის პირველ პრესკონფერენციაზე ერიკ ტენ ჰაგს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა რანგნიკის კომენტარზე, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდმა ზაფხულში მინიმუმ ათი ფეხბურთელი უნდა დაიმატოს. ამაზე ნიდერლანდელმა განუცხადა მედიას:


"მე ჯერ კიდევ ანალიზის, დასკვნების გამოტანის პროცესში ვარ. მოუთმენლად ველი ფეხბურთელებთან მუშაობას. წინა სეზონში ამ გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში, ამიტომ პოზენციალი არის. მე ეხლა არ ველაპარაკები ფეხბურთელებს, რადგან მათ დასვენება სჭირდებათ. მე ვისაუბრებ მათთან ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში. 

 ვფიქრობ, მათგან უფრო მეტის მიღება შეგვიძლია. ეს არის კარგი პლატფორმა რაიმე ახლის დასაწყებად, მე მაქვს ამ პროექტის იმედი." - განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა.



კომენტარის დამატება

  • People and smileys emojis
    Animals and nature emojis
    Food and drinks emojis
    Activities emojis
    Travelling and places emojis
    Objects emojis
    Symbols emojis
    Flags emojis